2 October 2025
2019/11/19 - 17:02 View: 307

ასსპა-ს ირანის კონსული ეწვია

ასსპა-ს ირანის კონსული ეწვია

 ასსპა-ს ირანის კონსული ეწვია

 

   აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატას ირანის ისლამური რეპუბლიკის გენერალური საკონსულოს მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი აჰმად ბადფა ირანელ ბიზნესმენებთან ერთად ესტუმრა. ასსპა-ს თავმჯდომარემ თამაზ შავაძემ სტუმრებს პალატის სერვისები და აჭარის რეგიონის საინვესტიციო პოტენციალი გააცნო.

     ირანელი პოტენციური ინვესტორები დაინტერესდნენ საქართველოში აკვაკულტურის პოტენციალით. ორგანული აქვაკულტურის განვითარების ასოციაცია „ფორეჯი»-ს ხელმძღვანელმა სოფო დიასამიძემ და აჭარის მეთევზეობისა და აკვაკულტურის ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ბაგრატიონმა ირანელ ბიზნესმენებს  გააცნეს დარგში არსებული გამოწვევები, პოტენციალი და შესაძლო თანამშრომლობის პერსპექტივები. სტუმრებმა რეგიონის თევზსაშენი მეურნეობები მოინახულეს. ირანი ერთერთი წამყვანი ქვეყანაა მსოფლიოში თევზწარმოებაში და მათ საკმაოდ დიდი გამოცდიელბა აქვს ამ სფეროში.

:Link

 http://acci.ge/?p=news_more&id=966

 

متن دیدگاه
نظرات کاربران
تاکنون نظری ثبت نشده است