2 October 2025
فارسی
Home
News
Political
Economic
Consular Affairs
About Iran
Contact Us
News Agency:News
ასსპა-ს ირანის კონსული ეწვია
ასსპა-ს ირანის კონსული ეწვია
ასსპა-ს ირანის კონსული ეწვია აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატას ირანის ისლამური რეპუბლიკის გენერალური საკონსულოს მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი აჰმად ბადფა ირანელ ბიზნესმენებთან ერთად ესტუმრა. ასსპა-ს თავმჯდომარემ თამაზ შავაძემ სტუმრებს პალატის სერვისები და აჭარის რეგიონის საინვესტიციო პოტენციალი გააცნო. ირანელი პოტენციური ინვესტორები დაინტერესდნენ საქართველოში აკვაკულტურის პოტენციალით. ორგანული აქვაკულტურის განვითარების ასოციაცია „ფორეჯი»-ს ხელმძღვანელმა სოფო დიასამიძემ და აჭარის მეთევზეობისა და აკვაკულტურის ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ბაგრატიონმა ირანელ ბიზნესმენებს გააცნეს დარგში არსებული გამოწვევები, პოტენციალი და შესაძლო თანამშრომლობის პერსპექტივები. სტუმრებმა რეგიონის თევზსაშენი მეურნეობები მოინახულეს. ირანი ერთერთი წამყვანი ქვეყანაა მსოფლიოში თევზწარმოებაში და მათ საკმაოდ დიდი გამოცდიელბა აქვს ამ სფეროში. :Link http://acci.ge/?p=news_more&id=966