News Agency:News
ვიზიტი ირანის ისლამური რესპუბლიკის საკონსულოში
ვიზიტი ირანის ისლამური რესპუბლიკის საკონსულოში
2019 წლის 3 დეკემბერს  ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს მეთაურის მოვალეობის შემსრულებლის აჰმად ბადფას მიწვევით აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ნიკა ჩხარტიშვილი ესტუმრა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. შეხვედრისას განხილულ იქნა ორ ქვეყანასა და რეგიონებს  შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები. მხარეეები შეთანხმდნენ სამომავლო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებისა და თანამშრომლობის მხარდაჭერაზე. პალატის თავმჯდომარემ ნიკა ჩხარტიშვილმა ხაზი გაუსვა პალატის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას შემდგომი პარტნიორობის საქმეში, სრული მხარდაჭერა აღუთქვა საკონსულოს მეთაურის მოვალეობის შემსრულებელს და მადლობა გადაუხადა ბატონ კონსულს და საკონსულოს თანამშრომლებს გულთბილი მიღებისათვის. link: http://www.acci.ge/en/?p=news_more&id=635
© 2019 - economy@mfa.ir